პროექტის „Investme“ პრეზენტაცია

14 ნოემბერი 2018

14 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირველი ქართული crowd funding პლატფორმის InvestMe-ს პრეზენტაცია გაიმართა. InvestMe-ს თანადამფუძნებელი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ზუკა კაზალიკაშვილია. კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი C10 კი InvestMe-ს პარტნიორია.

 

პროექტი მიზნად ისახავს მცირე ბიზნესისა და სტარტაპებისთვის ფინანსური რესურსის მოძიების ხელშეწყობას და დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, „თიბისი ბანკსა“ და USAID-ის მიერ.

 

პრეზენტაციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მონაწილეებს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა რომ სარეზერვო ფონდი განსაკუთრებით უჭერს მხარს, ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობდა ინოვაციების განვითარებას, სტარტაპებსა და ახალი იდეების ფორმირებას.