საუნივერსიტეტო კონკურსის UNI4VERSE - ის საინფორმაციო შეხვედრა

8 ოქტომბერი 2024

CU-ში გაიმართა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსის- UNI4VERSE - ის საინფორმაციო შეხვედრა.

 

შეხვედრაზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა მარიამ ვარდიძემ, კომპანია OMNIA-ს მრჩეველმა და ექსპერტმა მწვანე  კანონმდებლობის საკითხებში, ირაკლი სამხარაძემ და ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორმა, მერაბ ლაბაძემ დაინტერესებულ სტუდენტებს საუნივერსიტეტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს კონკურსის მიზნებზე, მონაწილეობის პირობებზე, ასევე მწვანე ეკონომიკის სფეროში არსებული გამოწვევებსა და პრობლემებზე.

 

UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ჩართულობა.

 

2024 წლის კონკურსი ფოკუსირებულია მწვანე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოწვევების აღმოჩენასა და გადაწყვეტაზე.

 

პროექტი ყოველწლიურად გამოავლენს წლის გამარჯვებულ უნივერსიტეტს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით.

2024 წლის კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 18 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.

 

პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი.