კავკასიის უნივერსიტეტმა Rainmaking-ის თანადამფუძნებელს და CEO-ს კარსტენ კოლბეკს და წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის Startupbootcamp-ის წარმომადგენელს, სარა გრიპპეის უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა ძირითადი საქმიანობები და სტრატეგიული მიმართულებები, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ადგილობრივი პრაქტიკა და ერთობლივი სამომავლო ინიციატივები.
მხარეებმა გამოთქვეს სხვადასხვა მიმართულებით კოლაბორაციის ინტერესი, მათ შორის ქართული სტარტაპების მხარდასაჭერად ერთობლივი სამეწარმეო პროგრამების შემუშავება.