3 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართა სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე.
პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგისტრირებული სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული, GITA- ს 25 000 ლარიანი რეგიონალური საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული.
7 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტრენინგების ინტენსიური სესიები, რომლებსაც უძღვებოდნენ სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წარმომადგენლები.
პრე-აქსელერაციის პროგრამის ტრენერები:
- ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, CU- ს მოწვეული ლექტორი;
- სანდრო კანდელაკი - Student Hunt -ის თანადამფუძნებელი;
- ნიკოლოზ გოგოჭური - VRex - ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- გიორგი რაზმაძე - Awork – ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
დემო დღის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი სტარტაპ იდეებით წარსდგნენ, ხოლო ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ანა მაისურაძემ, Printomato - ს თანადამფუძნებელმა, სტარტაპ მენტორმა გაბრიელ მელივამ და Kovzy.com- ის დამფუძნებელმა ალექსანდრე ცინცაძემ გამოვლინეს გამარჯვებული სტარტაპი Legal Harmony, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტმა ჯილდოს სახით 2000 ლარი გადასცა.
დემო დღეზე წარმოდგენილი გახლდათ შემდეგი სტარტაპები:
- STUDYBUDDY – ონლაინ პლატფორმა, რომელიც AI - ის საშუალებით სტუდენტებს ეხმარება დავალების და ნაშრომის შესრულებაში;
- Rabati (Natenadze Wine Restaurant) – პლატფორმა, რომლის საშუალებით ღვინის კომპანიებს და ჰორეკა სექტორს შეეძლება საკუთარი სერვისების და პროდუქტების 3D რეალობაში გადმოტანა და გაცოცხლება;
- RAYWAN – ღრუბლოვანი სათამაშო პლათფორმა, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს ითამაშონ მაღალი ხარისხის თამაშები ნებისმიერ მოწყობილობაზე, ძვირადღირებული აპარატურის, ჩამოტვირთვებისა და განახლებების საჭიროების გარეშე;
- სამაპი - Სკაში შესატანი ვეტ.Პრეპარატის ზუსტი დოზირების ინოვაციური ხელსაწყო;
- Viva Smile – ციფრული ღიმილის დიზაინი,რომელიც ექიმს საშუალებას აძლევს მკურნალობამდე მოახდინოს ღიმილის სიმულაცია, რომელიც სრულად შეესაბამება პაციენტის ფუნქციურ, ესთეტიკურ და ემოციურ სურვილებს;
- ARTED – ონლაინ პლატფორმა - მოსახერხებელი ქორწილის დამგეგმავი, რომელიც დაგეხმარებათ მოაწყოთ თქვენი დღესასწაული სწრაფად კომფორტულად და პროფესიონალურად;
- ADVENTUROUS – -ტურისტული პლათფორმა,რომელიც აერთიანებს ტუროპერატორებსა და ტურისტებს ერთ სივრცეში;
- BE BIO – ეხმარება ბიო ფერმერებს მართვის ინოვაციური ბიო სისტემების დანერგვასა და მარტივად სერტიფიცირების პროცესში;
- SHOW & GO – აპლიკაცია დაეხმარება ტურისტებს მარტივად დაგეგმონ მათი მოგზაურობა, იპოვონ საუკეთესო ადგილები და ყველა საჭირო სერვისი ერთ პლატფორმაზე;
- Legal Harmony - სამართლებრივი დოკუმენტების შექმნისა და მართვის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივად სამართლებრივი დოკუმენტების შაბლონების მოძიებასა და ავტომატიზირებულად მათი შექმნის შესაძლებლობას.