კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, GITA-თან თანამშრომლობით ახორციელებს პრე-აქსელერაციის პროგრამას ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც იწყება 6 სექტემბერს რეგისტრაციისთვის ეწვიეთ(ბმულს).
2 სექტემბერს, რუსთავში, კოლეჯ მოდუსში გაიმართა ქვემო ქართლის პრე-აქსელერაციის პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროგრამასთან დაკავშირებით მიეღოთ დეტალური, ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერი ანა მაისურაძე და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, ირაკლი სვანიძე.
პრე-აქსელერატორის მთავარი მიზანი ქვემო-ქართლის რეგიონში მცხოვრები სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და ტრენერებთან დისტანციური მუშაობის პროცესის საშუალებით.
პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.