SDG აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მესამე ბანაკი გაიმართა

5 ივნისი 2024

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მესამე ბანაკი გაიმართა.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

 

პროგრამის ფარგლებში 4 ბანაკი გაიმართება, სადაც ფასილიტატორი მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, მათ მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზებს გააცნობს.

 

აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.