SDG ინოვაციების აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის - III ბანაკი

29 მაისი 2025

28 მაისს, CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მესამე ბანაკი გაიმართა.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა მესამედ ტარდება საქართველოში. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.

 

მესამე შეხვედრის მთავარი თემა გადაწყვეტილებების შემუშავება, იდეების განვითარება და პროდუქტის პროტოტიპების შექმნა გახლდათ. მონაწილეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაოებიც.

 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი.

 

აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით,  კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.