„მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მეორე ბანაკი

26 აპრილი 2024

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მეორე ბანაკი გაიმართა.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

 

პროგრამის ფარგლებში 4 ბანაკი გაიმართება, სადაც ფასილიტატორი მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, მათ მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზებს გააცნობს. მონაწილეები საკუთარ კომპანიებში მდგრადი განვითარების პროექტების დანერგვის გეგმებს შეიმუშავებენ, რაშიც მათ პროგრამის მენტორები - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი გიორგი ბურდული და მენეჯერი ირაკლი სვანიძე შეუწყობენ ხელს.

 

აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.