სტარტაპ ინკუბატორის II ონლაინ ლექცია

14 ოქტომბერი 2025

1 სექტემბერს სტარტაპ ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში გაიმართა მეორე ონლაინ ლექცია თემაზე: „Value Proposition და ძირითადი მეტრიკები“, რომელსაც უძღვებოდა ტრენერი შალვა ოთანაძე. აღნიშნული სესია მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის იმ ცოდნისა და უნარების გადაცემას, რომლებიც აუცილებელია პროდუქტის ღირებულების განსაზღვრისა და ბაზარზე ეფექტიანი პოზიციონირებისთვის.

 

ლექციის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს Value Proposition Canvas-ის შექმნასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე. ტრენერმა დეტალურად განმარტა მომხმარებლის პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მეთოდები, ასევე ისაუბრა პროდუქტის უნიკალური ღირებულების ჩამოყალიბებისა და კონკურენტული უპირატესობის განსაზღვრის პროცესზე.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოახდინონ სტარტაპებმა თავიანთი შეთავაზების ოპტიმიზაცია მომხმარებლისთვის რეალური ღირებულების შესაქმნელად და როგორ უნდა განსაზღვრონ ძირითადი მეტრიკები (Key Metrics), რომლებიც ხელს შეუწყობს შედეგების მონიტორინგსა და სტარტაპის განვითარების პროგრესის შეფასებას.