კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, ტარდება ტრენინგების სერია, სახელწოდებით „სტარტაპის გზა: იდეიდან ინვესტიციამდე “. ტრენინგები მოიცავს ხუთ კომპონენტს, რომელსაც უძღვებიან სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები და კვალიფიციური ტრენერები.
18 ივლისს ჩატარდა მეხუთე ტრენინგი ბიზნეს გეგმის შემუშავება და სტარტაპ იდეის პრეზენტაცია (pitching), რომელსაც უძღვებოდა თათული ოქრიაშვილი - სტარტაპ მრჩეველი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი.
აღნიშნული ტრენინგები მიმდინარეობს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF - ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში, რომლის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“.