კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, ტარდება ტრენინგების სერია, სახელწოდებით „სტარტაპის გზა: იდეიდან ინვესტიციამდე “. ტრენინგები მოიცავს ხუთ კომპონენტს, რომელსაც უძღვებიან სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები და კვალიფიციური ტრენერები.
15 ივლისს, ჩატარდა მეორე ტრენინგი - სტარტაპ იდეის გენერაცია, ვალიდაცია და დახვეწა - პრობლემაზე ორიენტირებული პროდუქტები, რომელსაც უძღვებოდა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი, ირაკლი სვანიძე.
აღნიშნული ტრენინგები მიმდინარეობს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF - ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში, რომლის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“.
ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.