კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+, რომელიც ხორციელდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების ანტრეპრენერული უნარებისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, ასევე სტარტაპ იდეების რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას. მონაწილეები ეტაპობრივად ეცნობიან სტარტაპის შექმნის ძირეულ კომპონენტებს და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ივითარებენ შესაბამის კომპეტენციებს.
# III კვირის აქტივობები
პროგრამის მესამე კვირის აქტივობების ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს მომხმარებლის აღმოჩენისა და ვალიდაციის (Customer Discovery & Validation) სტრატეგიები, პრობლემის ვალიდაციის ინტერვიუს განხორციელების პრინციპები და იდეისა და პრობლემის თავსებადობის Problem-Solution Fit) ანალიზის ტექნიკები.
აღნიშნულ სესიას უძღვებოდა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - ირაკლი სვანიძე.
მესამე კვირის აქტივობების ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ ვალერიან გეგიძეს – წარმატებულ ანტრეპრენერს და ანგელოზ ინვესტორს, რომელმაც ისაუბრა საკუთარ ანტრეპრენერულ გამოცდილებაზე, ასევე ინვესტორების ხედვებსა და სტარტაპის ზრდის სტრატეგიულ ასპექტებზე.
ვალერიან გეგიძე არის კომპანია Gegidze-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც აერთიანებს ბიზნეს კონსალტინგის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ვენჩურული ინვესტირების მიმართულებებს. ის ასევე არის ანგელოზი ინვესტორი, რომელსაც არაერთ ქართულ და საერთაშორისო სტარტაპში აქვს განხორციელებული ინვესტიცია.
#IV კვირის აქტივობები
პროგრამის მეოთხე კვირის აქტივობები დაეთმო თემას - Business Model & Revenue Streams, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისა და შემოსავლის სტრუქტურის დაგეგმვის პრაქტიკული მიდგომების გაცნობას.
სესიას უძღვებოდა სანდრო კანდელაკი, Student Hunt-ის თანადამფუძნებელი და CEO.
კვირის ფარგლებში ასევე გაიმართა სპეციალური სესია მოწვეული სპიკერთან — გიორგი ჩუგოშვილთან, რომელიც არის Amadeo, Retain და Phubber App-ის თანადამფუძნებელი. სპიკერმა მონაწილეებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა სამი განსხვავებული სტარტაპის მაგალითზე — განიხილა მათი ბიზნეს მოდელები, შემოსავლის სტრუქტურები და ზრდის სტრატეგიები.
#V კვირის აქტივობები
მეხუთე კვირის აქტივობები დაეთმო თემას - Startup Team Development, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის გუნდის ეფექტური მართვის, მოტივაციისა და ზრდის სტრატეგიების გაცნობა. სესიების განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გუნდის წევრების როლები და უნარები, Team Performance & KPIs და Peak Performance.
მეხუთე კვირის მენტორი იყო გიორგი რაზმაძე, Awork-ის თანადამფუძნებელი და CEO, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
მეხუთე კვირის აქტივობების ფარგლებში ასევე გაიმართა სესია მოწვეულ სპიკერთან — დავით ციცქიშვილთან, ანტრეპრენერთან და ანგელოზ ინვესტორთან, რომელმაც სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება გუნდის დინამიკის, შედეგიანობისა და ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე.
# VI კვირის აქტივობები
მეექვსე კვირის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა Design Thinking & Prototyping.
სესიების მიზანი იყო მონაწილეებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება პროდუქტის დიზაინის, პროტოტიპის შექმნისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია სტარტაპის ბაზარზე ტესტირებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვების ეტაპზე.
მეექვსე კვირის მენტორი გახლდათ იაკო ჯიქია, Helio.ai-ის თანადამფუძნებელი და CEO, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება ინოვაციური იდეების პროტოტიპირებისა და ეფექტური ციფრული კომუნიკაციის შექმნის შესახებ.
მოწვეული სპიკერი იყო შოთა გიორგობიანი, Optio-ს თანადამფუძნებელი და CEO, რომელმაც ისაუბრა პროდუქტის განვითარებაზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებისა და სტარტაპის ციფრული განვითარების პრაქტიკულ ასპექტებზე.
პროგრამა აერთიანებს თეორიულ სესიებს და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს რეალურ გარემოში განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები და ჩამოაყალიბონ სამომავლო განვითარების სტრატეგია.
„ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს.“
