გაიცანით, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეოთხე ნაკადის მონაწილე სტარტაპები და მათი ინოვაციური იდეები:
- Rez
- Heri
- PitchPals
- Bezzy
- IMAGINE
- CulTourist
- IDM
მეოთხე ნაკადში მონაწილეობას იღებს 7 სტარტაპ გუნდი, რომლებიც საკუთარ იდეებს 22 ნოემბერს, დემო დღეზე წარადგენენ.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს.
პროგრამა მიმდინარეობს თიბისი სტარტაპერის, FC Team - ისა და აქსელის მხარდაჭერით.
- Rez - პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებს რეზერვაციების მართვაში და ანალიტიკური მონაცემების მიღებაში, რაც ზრდის ეფექტურობას და მომხმარებელთა კმაყოფილებას.
- Heri - პლატფორმა ყველა კატეგორიის მძღოლისათვის, რომელიც ამარტივებს ბილეთების დაჯავშნის პროცესსს და აკავშირებს მძღოლებს ქალაქგარეთ მიმავალ მგზავრებთან.
- PitchPals - პლატფორმა ეხმარება სპორტის მოყვარულებს მოიძიონ ტურნირები/მოთამაშეები და მონაწილეობა მიიღონ შერჩეულ მატჩებში, მათთვის სასურველ მოედანზე.
- Beezy - ჰორეკა სექტორისთვის ციფრული მენიუს, თიფის, გადახდის, ლოიალობის პროგრამებისა და ჯავშნების სერვისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აუმჯობესებს საოპერაციო პროცესს და მომხმარებლის გამოცდილებას.
- IMAGINE - XR ტექნოლოგიის ინტეგრირებით, პლატფორმა მომხმარებელს რეალურ დროში ვიზუალიზაციის და ინტერაქციის საშუალებას აძლევს, რომელიც სრულიად გარდაქმნის ინტერიერის დიზაინის პროცესს.
- CulTourist - პლატფორმა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაჯავშნონ სრულყოფილი, ადგილობრივი გიდების მიერ ორგანიზებული ტურები, რომელიც მოსახლეობას და სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას.
- IDM - პლატფორმა ზრდის მერჩენდაიზინგის ეფექტურობას დასაქმებულების ოპტიმიზირებული მენეჯმენტის, მონაცემთა ზუსტი დამუშავების, მოწინავე ანალიტიკისა და მდებარეობაზე დაფუძნებული სურათების მეშვეობით.