ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით წიგნის მაღაზია „ლიბრარეა’’-ში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ტექნოლოგიური სტარტაპის გზა საქართველოში’’.
მოდერატორი: ირაკლი სვანიძე - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.
მოწვეული პანელისტები: ანა ავეჩბა - ტალანტების ციფრული სივრცე Skilltape - ის დამფუძნებელი და დირექტორი.
გიორგი რობაქიძე - ავტონაწილების ციფრული აპლიკაცია Viaro-ს დამფუძნებელი და დირექტორი.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი განახლებული სტრატეგიით, პროექტებით, პროგრამებით და ღონისძიებებით ხელს უწყობს სტარტაპერებს იდეიდან პროდუქტის პროტოტიპამდე, ოპტიმალურ სტარტაპამდე და პირველ მომხმარებლამდე სწრაფად და ეფექტიანად განვითარებაში.