Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ვალადოლიდის უნივერსიტეტში, გაზაფხული 2020

10 სექტემბერი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში, ესპანეთი (Universidad de Valladolid, Spain), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის  შესაბამისად.

 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა  უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავაზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.

 

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

 

  • სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
  • კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება;

 

ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, ვალადოლიდის უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: 

 

Business Administration; EconomicsPsychology; Sociology; Law; IT.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა  შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • საერთაშორისო პასპორტის ასლი; 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;  
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი\აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი).

 

არ განიხილება განაცხადებირომლებიც:

 

  • იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.

 

კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 201წლის 10 სექტემბრამდე შემდეგ  მისამართზე: ir@cu.edu.ge

 

კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული  უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს  განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. 

 

შერჩევის პროცედურა

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
  • შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და განაცხადის წარდგენა პარტნიორ უნივერსიტეტში;
  • პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასება;
  • აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25. 

 

გისურვებთ წარმატებას!