გაცნობებთ, რომ კოჩის უნივერსიტეტი (Koç University), თურქეთი, აცხადებს აპლიკაციების მიღებას პოსტდოქტორანტურის სტიპენდიის პროგრამაზე (KU Postdoctoral Fellowship Program) 2026-2027 აკადემიური წლისთვის.
პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით მომუშავე მკვლევრებისთვის და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მკვლევრების მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ კვლევითი საქმიანობა კოჩის უნივერსიტეტში, სტამბოლში, და ჩაერთონ უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით გარემოში.
პროგრამა მოიცავს:
- თვიურ სტიპენდიას 95,000 თურქული ლირის ოდენობით (ნეტო);
- ვადიან ხელშეკრულებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას, კვების ბარათს (Set Card), უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებას და ბავშვზე ზრუნვის მოქნილ შეღავათს;
- თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;
- მხარდაჭერას ეროვნულ და საერთაშორისო საგრანტო განაცხადებზე და შიდა Seed Grant-ებზე წვდომას რისკიანი, მაგრამ მაღალი პოტენციალის მქონე საპილოტე პროექტებისთვის;
- სამეცნიერო ტრენინგებში, სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- ჩართულობას პუბლიკაციების, პატენტირების, სამეწარმეო საქმიანობისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესებში;
- საერთაშორისო განმცხადებლებისთვის საჭიროების შემთხვევაში ვიზისა და გადასვლის მხარდაჭერას.
კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ:
- დოქტორის ხარისხი
- დადასტურებული კვლევითი გამოცდილება, პუბლიკაციები და რეკომენდაციები;
- ინგლისური ენის შესანიშნავი ცოდნა წერილობით და ზეპირად;
- ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარები, დამოუკიდებელი და ჯგუფური კვლევის გამოცდილება;
- მზაობა, ხელმძღვანელობა გაუწიონ მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის დონის მკვლევრებს;
- პროფესიული ეთიკისა და კვლევითი კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტები.
განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები:
- დეტალური CV, პუბლიკაციების სრული სიით, Google Scholar-ისა და LinkedIn-ის ბმულებით, პოსტდოქტორანტურის გამოცდილების (არსებობის შემთხვევაში), ექსპერტიზის სფეროების, ტექნიკური/მეთოდოლოგიური უნარების და წინა კვლევითი პროექტების მოკლე აღწერის ჩათვლით;
- დოქტორის დიპლომი ან ოფიციალური წერილი, რომელიც ადასტურებს ხარისხის მიღებას 6 თვის განმავლობაში;
- სამი რეკომენდაციის წერილი, რომელთაგან ერთი დოქტორანტურის ხელმძღვანელის უნდა იყოს;
- პროექტის წინადადება ერთ PDF ფაილად: პროექტის აბსტრაქტი (მაქს. 300 სიტყვა) და კვლევითი გეგმა (მაქს. 2 გვერდი; 11 შრიფტი; ველები მინ. 2 სმ)
- KU-ს სამეცნიერო ხელმძღვანელის (ან განსხვავებული დეპარტამენტების თანახელმძღვანელების) თანხმობის წერილი CV-თან ერთად. წერილს უნდა ერთვოდეს მენტორინგისა და ტრენინგის გეგმა (მაქს. 1 გვერდი), რომელიც აღწერს რესურსებზე წვდომას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ხელმძღვანელობის მოლოდინებს. ხელმძღვანელებმა ასევე უნდა დაადასტურონ, რომ შეუძლიათ პროექტის უზრუნველყოფა საჭირო სახარჯი მასალებით, ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით. განმცხადებლებს მკაცრად ურჩევენ, პოტენციურ ხელმძღვანელებს წინასწარ დაუკავშირდნენ პროექტის შესაბამისობისა და ურთიერთინტერესის დასადასტურებლად.
- საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო აპლიკანტებს შეუძლიათ მოითხოვონ მხარდაჭერა სავიზო დოკუმენტებისა და რელოკაციისთვის
სტიპენდიის დაწყება მოსალოდნელია გადაწყვეტილების მიღებიდან მაქსიმუმ 6 თვის ვადაში. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ერთიდან ორ წლამდე.
მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ მოცემულ ბმულზე და ატვირთონ მოთხოვნილი დოკუმენტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან მიმართოთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: postdocoffice@ku.edu.tr
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
