სტამბულის აიდინის უნივერსიტეტის (Istanbul Aydın University) კულტურული დიპლომატიის, მმართველობისა და განათლების UNESCO-ს კათედრა, STAR Scholars Network-თან თანამშრომლობით, იწვევს სტუდენტებს "მშვიდობისა და დიპლომატიის" ზამთრის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თურქეთის ქალაქ სტამბულში (1 - 7 თებერვალი, 2027).
პროგრამა წარმოადგენს ერთკვირიან ინტენსიურ კურსს, რომელიც აერთიანებს ლექციებს, ინტერაქტიულ დისკუსიებსა და კულტურულ აქტივობებს. პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს თანამედროვე გლობალურ გამოწვევებზე ინტერდისციპლინური მსჯელობის შესაძლებლობა და გაუღრმავოს ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების, გლობალური მმართველობისა და კულტურული დიპლომატიის სფეროებში. ინტერკულტურული ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან კონფლიქტების მოგვარების, ნარატივის აგებისა და მშვიდობის განათლების პრაქტიკულ უნარებს, ასევე გაივლიან მოდელირებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (Model UN) პრაქტიკულ ტრენინგს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ინტერესი მშვიდობის, დიპლომატიისა და კულტურათაშორისი დიალოგის მიმართ.
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- განათლება და მშვიდობა
- ინტერკულტურული ცნობიერება და კომუნიკაცია
- ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება
- საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
- საგარეო პოლიტიკა და ძალაუფლების ფორმები
- საჯარო და კულტურული დიპლომატია
პროგრამაში ასევე შედის კულტურული აქტივობები.
პროგრამის ღირებულება: 690 აშშ დოლარი.
ღირებულება მოიცავს: საცხოვრებელს, კვებას (მათ შორის, ყოველდღიურ საუზმეს), ლექციებსა და კურსებს, ვორქშოფებსა და სემინარებს, საბოლოო კვირას კულტურულ ტურებს, ქსელური ურთიერთობების (networking) შესაძლებლობებს და დასწრების სერტიფიკატს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ღირებულებაში არ შედის: ავიაბილეთები; სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევა (უნივერსიტეტისგან შეძენის შემთხვევაში მისი ღირებულება შეადგენს 30 აშშ დოლარს ორი კვირისთვის); აეროპორტიდან ტრანსფერი (არჩევითი სერვისი - 50 აშშ დოლარი ერთი მიმართულების საფასური); დამატებითი ყოველდღიური კულტურული ტურებისა და აქტივობების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10–30 აშშ დოლარს თითო აქტივობაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2026. განაცხადის შესატანად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს ან მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს მისამართზე: unesco@aydin.edu.tr
გისურვებთ წარმატებას!
