პრეზენტაცია გაიმართა, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი", „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" მხარდაჭერით იწყებს თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროექტს, რომლის მიზანსაც საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარება და ჟურნალისტებში საგამოძიებო ფილმების მომზადების წახალისება წარმოადგენს.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ჟურნალისტები საინფორმაციო სააგენტოებიდან და საგამოძიებო სტუდიებიდან.
პროექტი საწყის ეტაპზე ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას (ბაქსვუდის სკოლა,წყნეთი, ხანგრძლივობა 2 დღე)ტრენინგები ჩატარდება საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით,ტრენერი-კოკა ყანდიაშვილი და სამართლებრივი მიმართულებით-სერგი ჯორბენაძე. პროექტი ითვალისწინებს ჟურნალისტებისთვის, როგორც ტრენინგ-კურსის ჩატარებას საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში სამართლებრივი და ჟურნალისტური მიმართულებით, ასევე, პრაქტიკული სამუშაოების შესრულებას.
პრაქტიკულ სამუშაოებში იგულისხმება სტატიების მომზადება და საგამოძიებო ფილმების გადაღება(4 ფილმი). საგამოძიებო ფილმის მომზადებას ტექნიკურად ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
პროექტის საბოლოო მიზანს მედია-კლუბის შექმნა წარმოადგენს, რომელიც თავად მონაწილე ჟურნალისტებით დაკომპლექტდება. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი"კი მედია კლუბს საჩუქრად ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.
{phocagallery view=category|categoryid=652|limitstart=0|limitcount=0}