„ინტელექტის დღე 2015"

11 იანვარი
ტურნირის პირველ, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებული 71 სკოლის გუნდი 2015 წლის ყველაზე ინტელექტუალურ სკოლას გამოავლენს.

ფინალურ თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.

დასკვნით ეტაპზე გუნდებმა 36 შეკითხვას უპასუხეს. სულ სამი გამარჯვებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავიდა საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის სკოლა - პანსიონის გუნდი, მეორე ადგილი გაიყო ორმა გუნდმა ცაგერის საჯარო სკოლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის #1 საჯარო სკოლის გუნდებმა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებითა (ამაზონ ქინდლები და ქართველ ავტორთა წიგნები) და დიპლომებით. ასევე, დიპლომები გადაეცათ გამარჯვებულ გუნდებს რაიონების მიხედვით.

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?" - „ინტელექტის დღე" წელს უკვე მეოთხედ იმართება. 18 აპრილს 71 სათამაშო მოედანზე ერთდროულად პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლის გუნდმა მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს.

პროექტის გენერალურმა სპონსორმა, კავკასიის უნივერსიტეტმა გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის სასწავლო ვაუჩერები დააწესა. გამარჯვებულები თავად კახა შენგელიამ დააჯილდოვა;ბავშვებს საშუალება ქონდათ მოესმინათ კავკასიის უნივერსიტეტის პრიორიტეტები და ახალი შეთავაზებები.

{phocagallery view=category|categoryid=671|limitstart=0|limitcount=0}