ფინალური შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 73 სკოლის გუნდმა მიიღო.
დასკვნით ეტაპზე გუნდებმა უპასუხეს 36 შეკითხვას, რომელთაგან დიდი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას უკავშირდებოდა. სულ სამი გამარჯვებული სკოლის გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავიდა ქართველ იუნკერთა სახელობის თბილისის N52 საჯარო სკოლა; მეორე ადგილზე გავიდე ვლადიმირ კომაროვის თბილისის-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა; მესამე ადგილზე კი თბილისის N147 საჯარო სკოლა.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?" - „ინტელექტის დღე" წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა. პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი 23 აპრილს 73 სათამაშო მოედანზე ერთდროულად გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1500-მდე სკოლის გუნდმა მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს.
პროექტის გენერალურმა სპონსორმა, კავკასიის უნივერსიტეტმა გამარჯვებული გუნდების და ორი ფავორიტი გუნდის წევრებისთვის სასწავლო ვაუჩერები დააწესა.
{phocagallery view=category|categoryid=813|limitstart=0|limitcount=0}