შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსის „ჩემი საფრანგეთი" ფინალი

11 იანვარი
შემეცნებითი–შემოქმედებითი კონკურსის „ჩემი საფრანგეთის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

კონკურსის ფინალისტებმა შემოქმედებით ფორმატში წარმოადგინეს საკუთარი საკონკურსო დავალებები – პრეზენტაციები საფრანგეთის კულტურისა და ცივილიზაციის სხვადასხვა თემაზე.

ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებული გახდა მედიის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი ქეთევან კაპანაძე, რომელმაც ფრანგულ ენაზე წარმოადგინა პრეზენტაცია სერჟ გენსბურგის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, სახელწოდებით "Tete de chou".

ღონისძიების მხარდამჭერი ორგანიზაციების რჩეული გახდა ქართულენოვანი პრეზენტაციის ავტორი, ბიზნესის სკოლის პირველკურსელი გიორგი ჯობავა.

პროექტმა „Discovery School" თავის რჩეულად მეორეკურსელი თამარ ბენიძე და მის მიერ მომზადებული ფოტო-პორტრეტი დაასახელა.

{phocagallery view=category|categoryid=475|limitstart=0|limitcount=0}