ტურის მიზანი სტუდენტებში მეღვინეობის ტრადიციების შესახებ ცოდნის გაღრმავებაა. ტური, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, მოიცავს ინფორმატიული სახის ლექციებს, რომლებსაც მეღვინეობაში კომპეტენტური სპეციალისტები, როგორც ქართული მეღვინეობის ისტორიის, ასევე ღვინის დამზადების შესახებ, წაიკითხავენ. პროექტის მიმდინარეობისას სტუდენტები რთველის პროცესს გაეცნობიან და ღვინის ჩამოსასხმელ ქარხნებს ეწვევიან, ქართული ღვინის უნიკალურ სახეობებს დააგემოვნებენ და სხვადასხვა წამახალისებელ კონკურსებში ჩაერთვებიან. გაიცემა გრანტები და პროექტის დასასრულს ტური ღვინის მინი ფესტივალით "WineFest"!" დაგვირგვინდება.
{phocagallery view=category|categoryid=540|limitstart=0|limitcount=0}
{phocagallery view=category|categoryid=540|limitstart=0|limitcount=0}