ღონისძიებაში მონაწილეობა პირველკურსელებთან ერთად მაგისტრანტებმა და უცხოელმა სტუდენტებმაც მიიღეს. სტუდენტებისთვის განსაკუთრებული გასართობი პროგრამა მომზადდა.
მისასალმებელი საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიმართა. მან პირველკურსელებს არჩევანი მოუწონა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ, არა თუ საქართველოს, არამედ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარეს.
დღის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა უცხოელ სტუმრებთან ერთად სადღესასწაულო ტორტის პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
"Welcome Party" გვიანობამდე დიჯეი-მუსიკით გაგრძელდა.
{phocagallery view=category|categoryid=357|limitstart=0|limitcount=0}