16 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მე-17 მიღებისთვის სწავლა დაიწყო.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ.
ორმაგი ხარისხის MBA პროგრამის სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტში შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის MBA პროგრამის დირექტორი ჩანდრა დალ პონტი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა, შემადგენლობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე, სტუდენტებს დისტანციურად შეხვდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ასოცირებული დეკანი დეკანი, დოქტორი-ფილიპ მონინი.
აღსანიშნავია, რომ Financial Times-ის მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, პროგრამა მსოფლიოში 47-ე ადგილს იკავებს და სხვა წლებთან შედარებით 27 ადგილით წინ არის, ევროპაში კი 24-ე ადგილზეა. უსწრებს ისეთი წარმატებული უნივერსიტეტების EMBA პროგრამებს, როგორებიც არიან: Georgetown University: McDonough; Cornell University: Johnson; Georgia Tech Scheller College of Business; Emory University: Goizueta; Henley Business School და სხვა.
კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უკვე 19 წელია ფუნქციონირებს და გასცემს ბიზნესის ადმინისტრირებაში ორმაგი ხარისხის დიპლომს.
პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით.