სამართლის სკოლა „საგადასახადო სამართალი“

11 იანვარი

24, 25 და 28 მარტს ზვიად როგავამ წაიკითხა ლექციები. 27 მარტს, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა - იონა კიზირიამ და სოფო ჯიაძემ საგადასახადო კონტროლის პრაქტიკა მიმოიხილეს.
სემინარებზე ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: საგადასახადო კანონმდებლობის მიმოხილვა; საგადასახადო ადმინისტრირება; გადასახადების გადახდევინების იძულებითი ღონისძიებები; სამართალდარღვევების სახეები და პასუხისმგებლობა და საგადასახადო დავები. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. სამართლის სკოლა ბუთო გეგენავას, რუსო თვაურის და კავკასიის სამართლის სკოლის ორი სტუდენტის - მარიამ კობიაშვილისა და ნათია ზოიძის უშუალო ორგანიზებით ჩატარდა.