ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა ყაჯირის ქედზე არსებული გამოქვაბული მონასტრის დაფიქსირება და სხვა სავარაუდოდ არსებული ობიექტების მიკვლევა. ძიება დაიწყო ქედის ყველაზე აღმოსავლეთ ფერდიდან (ქედის ეს ნაწილი 2.5–3 კილომეტრითაა დაშორებული სატორგედან), სადაც აღმოჩნდა ერთმანეთისგან 300–400 მეტრით დაშორებული გამოქვაბულების ოთხი დაზიანებული (ჩამონგრეული) კომპლექსი. მათგან სამი მიუვალია, მეოთხეში – ექვსი გამოქვაბულია. მოხდა ფოტოფიქსაცია და GPS–მონაცემების ჩაწერა. აღნიშნული კომპლექსი არ იყო დაფიქსირებული დღემდე არსებულ არცერთ პუბლიკაციაში თუ წერილობით წყაროში.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა დავით გაჩეჩილაძე. მის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლონდარიძე, ბექა ომაიძე და სანდრო აბულაძე. პროექტის საერთო ხელმძღვანელი და კონსულტანტია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი. ექსპედიციის წევრებმა ისარგებლეს პირველაღმომჩენის უფლებით და გამოქვაბული მონასტრის ამ ოთხ ჯგუფს უწოდეს "ალესილების ქვაბები". მზადდება სათანადო პუბლიკაცია.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალგაზრდა მკვლევარებს ულოცავს ამ წარმატებას!
ექსპედიცია დავით გარეჯში
11 იანვარი