ტურიზმის სკოლის სტუდენტები სასტუმრო ”შერატონ ბათუმს” ეწვივნენ

11 იანვარი

"შერატონში" მიწვეულ სტუდენტებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია სასტუმროს მართვის პრინციპების და ტურისტებთან მოქცევის შესახებ.

მათ ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ სასტუმროს სტრუქტურას, დაეთვალიერებინათ ოთახები, სამზარეულო, აუზები, სავარჯიშო, თუ საკონფერენციო დარბაზები.

კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები მთელი ზაფხულის განმავლობაში სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაივლიან პრაქტიკებს.