ექსკურსია უფლისციხეში

11 იანვარი

6 ნოემბერს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტური საბჭოს ორგანიზებით მოეწყო ექსკურსია უფლისციხეში.

ექსკურსია მიზნად ისახავდა პირველკურსელების გაცნობა–დაახლოვებას და მათ შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას.


ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი – გიორგი დათუკიშვილი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი–ნათია სულაბერიძე და კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი–ნინო ჩუბინიძე.