მეთიუ ალენის საჯარო ლექცია

11 იანვარი

2011 წლის 9 დეკემბერს, კავკასიის სამართლის სკოლას, პროფესიით იურისტი, იურიდიული კომპანიის "Hall Booth Smith and Slover, P.C". თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მეთიუ ალენი ეწვია.

 

მან გამართა საჯარო ლექცია თემაზე "კანონის უზენაესობა: დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა".

მეთიუ ალენს აქვს კონექტიკუტის უნივერსიტეტის JD–ის ხარისხი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა უცხოური დეველოპერული პროექტებისთვის კომპლექსური ფინანსების სტრუქტურირება და პოლიტიკური რისკების დაზღვევის პროდუქტების იდენტიფიცირება.