2011 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა.
სხდომაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ, გაეროს ადგილობრივმა კოორდინატორმა ჯემი მაკგოლდრიკიმ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეგიონალურმა მენეჯერმა სიგნე როტბერგამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ კახიძემ.
ღონისძიებაში კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.