2011 წლის 2 დეკემბერს, პრეზიდენტის რეზიდენციას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ინიციატორი იყო სამართლის სკოლის სტუდენტი მარიამ ჭითანავა. სტუდენტებს და პროფესორებს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.