კორპორატიული სემინარი თემაზე „ახალი საგადასახადო კოდექსი“

11 იანვარი


სემინარის მიზანს წარმოადგენდა 2011 წლიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ახალი თემების და განხორციელებული ცვლილებების გაცნობა და ანალიზი.

სემინარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ახალი თემები (მიკრო და მცირე ბიზნესი, წინასწარი და საჯარო გადაწყვეტილებები, საგადასახადო ომბუდსმენი და ა.შ);
საგადასახადო ანგარიშგება;
საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
საერთაშორისო დაბეგვრა;
დამატებული ღირებულების გადასახადი;
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;
საგადასახადო სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობის ზომები;
საგადასახადო კონტროლი;
ზოგადი მიმოხილვა (აქციზი, იმპორტის გადასახადი და ქონების გადასახადი).

სემინარის მსვლელობისას, დარგების, კომპანიების, საქმიანობების, მიდგომების გათვალისწინებით, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა სპეციფიკური თემების განხილვა.