სამართლის ეროვნული კონფერენციის დაფუძნება

11 იანვარი

2011 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს 9 უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანებმა "სამართლის ეროვნული კონფერენციის დაფუძნების" შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

 

პროექტი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას ითვალისწინებს, რომელშიც სამართლის მკვლევარები და პრაქტიკოსი იურისტები მიიღებენ მონაწილეობას. პროფესიონალები თავის წვლილს შეიტანენ სამართლის მეცნიერების განვითარებაში და მოხდება აზრთა ურთიერთგაცვლა. მემორანდუმს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა სკოლის დეკანმა, მეცნიერებათა დოქტორმა ზაზა მარუაშვილმა.