საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შეჯიბრი

1 ნოემბერი 2011

კავკასიის სამართლის სკოლის სამკაციანმა გუნდმა (მარიამ კობიაშვილი, ნათია ზოიძე, ანა ჩიქოვანი) წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.

გუნდმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გადალახა და შეჯიბრის დასკვნით ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ამჟამად, გუნდი გადის დამატებით მომზადებას, რომლის დასრულებისთანავე 3 დღით დასკვნით ტურში საასპარეზოდ შინდისში გაემგზავრება.