მეოთხე კურსის სტუდენტებს მან საინფორმციო ტელე-პროექტების, ასევე პოლიტიკური თოქ-შოუების შექმნის და წარმოების უნიკალური გამოცდილება გაუზიარა. სტუმარი აუდიტორიის შეკითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. სტუდენტები განსაკუთრებით ამერიკის ხელისუფლებისა და პოლიტიკური ჟურნალისტიკის ურთიერთობის დეტალებით, ასევე მაღალრეიტინგული თოქ-შოუების პროდიუსინგის პროცესით დაინტერესდნენ.
ჯეიმს ტრენგრუვი წარმატებული მედია კომპანიის "The Barnaby Woods Group"–ის დამფუძნებელია. მისი გადაცემა "Chicago Tonight" ორჯერ გახდა „ემის" პრემიის ლაურეატი. ის ბოლო პერიოდში ჩართულია დებატების ფორმატის ნოვატორული სატელევიზიო პროექტების შექმნის პროცესში.
კავკასიის მედიის სკოლაში ჯეიმს ტრენგრუვის მოწვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დახმარებით მოხდა. ცნობილი პროდიუსერის ლექცია მედიის სკოლის ლექტორის და ჟურნალ „ლიბერალის" რედაქტორის, სოფო ჭაავას „სატელევიზიო ახალი ამბების მომზადების" კურსის ფარგლებში გაიმართა.
ამერიკელი ტელე-პროდიუსერის ლექცია კავკასიის მედიის სკოლაში
11 იანვარი