კურდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

11 იანვარი


ეს ცერემონიალი აღსანიშნავია იმ ფაქტით, რომ წელს პირველად კავკასიის სამართლის სკოლას ჰყავდა პირველი გამოშვება და აგრეთვე კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ბიზნესის სკოლის ორმაგ სამაგისტრო პროგრამას ჰყავდა პირველი კურსდამთავრებულები.

სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით თბილისს ეწვია ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის კავკასიის ბიზნესის სკოლის ჩამოყალიბებასა და ზოგადად საქართველოს ბიზნეს საგანმანათლებლო ბაზრის განვითარებაში, პროფესორი ბიჟან ფაზლოლაჰი და ქალბატონი ჯული მარტენი, გრენობლის ბიზნესის სკოლიდან, რომელიც საგანგებოდ ეწვია საქართველოს და გადასცა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს გრენობლის ბიზნესის სკოლის დიპლომები.

საზეიმო ცერემონიალზე დაპატიჟებული იყო უამრავი სტუმარი, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები (საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, დელოიტი, ნიკორა, მაგთი, ჯეოსელი), საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები (ა.შ.შ., საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ირანი, თურქეთი, ნიდერლანდები და მრავალი სხვა), საქართველოში არსებული საერთაშორისო მისიების და კომპანიების წარმომადგენლები. საზეიმო ცერემონიალი დასრულდა მიღებით.