ტურის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის ფრანგული ენისა და ცივილიზაციის პედაგოგები ქ-ნი მაია ჯამბაზიშვილი და ბ-ნი მერაბ ფიფია.
ერთკვირიანი მოგზაურობისას სტუდენტებმა მოინახულეს პარიზის ღირშესანიშნაობანი და ისტორიული უბნები, დაათვალიერეს მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმების კოლექციები, ეწვივნენ ვერსალის სასახლეს და დისნეილენდს. მათ საშუალება მიეცათ ეცხოვრათ ფრანგულ გარემოში, დაეგემოვნებინათ ფრანგული სამზარეულო, გაცნობოდნენ საფრანგეთისთვის დამახასიათებელი ყოფის თავისებურებებს და უშუალო კომუნიკაციისას გამოეცადათ თავისი ცოდნა ფრანგულ ენაში.
მოგზაურობისას მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მეგობრებისათვის გასაზიარებლად ტურის მონაწილე სტუდენტებმა უნივერსიტეტში მოაწყვეს მათ მიერ გადაღებული ფოტოგრაფიების ექსპოზიცია.
ამ საინტერესო პროექტმა კიდევ უფრო გაზარდა სტუდენტების ინტერესი ფრანგული ენის უკეთ შესწავლის, საფრანგეთისა და ფრანგული კულტურის მიმართ.
ივნისის ბოლოს გათვალისწინებულია მსგავსი მოგზაურობის განმეორებით ორგანიზება.