"მადრიდის კარლოს მესამის სახელობის უნივერსიტეტთან" მემორანდუმი გაფორმდა

11 იანვარი

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და "მადრიდის კარლოს მესამის სახელობის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს კვლევით საქმიანობას, სემინარებში და ღონისძიებებში მონაწილეობას, სტუდენტთა, ლექტორთა და თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებს.

"კარლოს მესამის სახელობის უნივერსიტეტი" მადრიდში მდებარეობს. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასწავლებელია ესპანეთში.