კავკასიის უნივერსიტეტი აგრძელებს საჯარო სკოლების მხარდაჭერას

11 იანვარი
ინიციატივა თავად უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიასა და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორს ზაზა გრიგალაშვილს ეკუთვნის. საუკეთესო მოსწავლეები საატესტატო გამოცდის შედეგად გამოვლინდებიან და წლის ბოლო დაჯილდოვდებიან; კავკასიის უნივერსიტეტის განსაკუთრებული პრიზი გადაეცემა ასევე მათ სამ პედაგოგს.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი თბილისში მოქმედი რამდენიმე საჯარო სკოლის, მათ შორის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, სკოლის საუკეთესო მოსწავლეს თათია ჩიტაიას 2012 წელს უკვე გადაეცა ნოუთბუქი. პროექტში შარშან გამარჯვებული მოსწავლე დღეს უკვე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია.

კავკასიის უნივერსიტეტისა და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ერთობლივი პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელშეწყობა.