კავკასიის უნივერსიტეტმა პირველი ექსპერიმენტული სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დააჯილდოვა

11 იანვარი
მათ პედაგოგებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა.

ინიციატივა თავად უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიასა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს ზაზა გრიგალაშვილს ეკუთვნის. საუკეთესო მოსწავლეები ანა აქუბარდია, ლელა ლელაშვილი და ნიკა ამოზაშვილი გახდნენ. ასევე კავკასიის უნივერსიტეტის განსაკუთრებული პრიზი, საატესტატო გამოცდებში ნაჩვენები საუკეთესო შედეგებისთვის პედაგოგებს, ლუარა ჩაკაბერიას, ნინო ზურაბიშვილსა და ნორა ტარიელაშვილს გადაეცათ.

კავკასიის უნივერსიტეტისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთობლივი პროექტი, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის განათლების მიღების მოტივაციის ამაღლება და საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელშეწყობა.

{phocagallery view=category|categoryid=417|limitstart=0|limitcount=0}