კავკასიის სამართლის სკოლაში მერვე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა

11 იანვარი

3 დეკემბერს, კავკასიის სამართლის სკოლაში, რიგით მერვე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში CSL-ის სამი სტუდენტი გიორგი ჩაკვეტაძე, ნათია როსტომაშვილი და ირაკლი ბენაშვილი მონაწილეობდნენ.

არჩევნებში ხმათა უმრავლესობით სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიმარჯვა.მან ხმების 50% მიიღო. დარჩენილი 50% კი თანაბრად გაიყვეს ირაკლი ბენაშვილმა და ნათია როსტომაშვილმა, რომლებიც მოღვაწეობას სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმართველობის ახალ პრეზიდენტთან ერთად გააგრძელებენ.