სამართლის სკოლის სტუდენტების წარმატება

11 იანვარი
სასამართლოს იმიტირებული პროცესები გაიმართა. მონაწილეობას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იღებენ.

მათ შორის იყო კავკასიის სამართლის სკოლის ორი გუნდი. პირველი ჯგუფის შემადგენლობაში ალექსანდრე ზარდიაშვილი, ბექა ბოჭორიშვილი და ნიკა მიქელაძე შედიოდნენ, ხოლო მეორე გუნდის წევრები იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ფანცულაია და ანი მაღლაკელიძე. ფინალურ ეტაპზე გადავიდა ორივე მათგანი და გამარჯვება მეორე ჯგუფმა მოიპოვა.

მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ და შემდეგ სესიაში მონაწილეობას კონკურსის გარეშე მიიღებენ.

{phocagallery view=category|categoryid=469|limitstart=0|limitcount=0}