ახალი სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე

11 იანვარი


სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" (EIGER) ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ ფასად ისეთი მიმართულებების შესწავლას, როგორიცაა: ეკონომიკის პოლიტიკა, კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები, დასაქმების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, სოციალური დიალოგი, შრომის კანონმდებლობა, შრომის უსაფრთხოება და სხვა.

ახალი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტები განათლებას სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღებენ. პროგრამა ერთდროულად – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტში ხორციელდება. სწავლის ღირებულება წელიწადში 2250 ლარს შეადგენს. მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ, პროექტის ფინანსური დახმარებით, სამაგისტრო თეზისები მოამზადონ საზღვარგარეთ პარტნიორ უნივერსიტეტბში.

ღონისძიებაზე გაიმართა ასევე სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. ექსპოზიციის სახით, ფოტოების ხილვის საშუალება დამთვალიერებელს პირველად მიეცა. გამოფენა შრომით ურთიერთობების თემატიკას მიეძღვნა.
ღონისძიების მასპინძლები გახლდნენ ახალი სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარმომადგენლები, უცხოელი პარტნიორები და უმაღლესი სასწავლებლების რექტორები.

{phocagallery view=category|categoryid=531|limitstart=0|limitcount=0}