საპატიო დოქტორის წოდება კახა შენგელიას ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო და კვლევითი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისათვის, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ანდრეას კიივალიკმა გადასცა.
კავკასიის უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და ახორციელებს ორმაგი ხარისხის პროგრამებს ბიზნესის, სახელმწიფო მართვისა და სამართლის სკოლებში. ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას უმაღლესი განათლების სფეროში.
დაჯილდოების ცერემონიალი ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 96 წლის იუბილის ფარგლებში გაიმართა.
{phocagallery view=category|categoryid=535|limitstart=0|limitcount=0}