სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

11 იანვარი

29 ნოემბერს, კავკასიის სამართლის სკოლაში გაიმართა სამაგისტრო კოლეგიის სხდომა. კოლეგიამ განიხილა ორი მაგისტრანტის სამაგისტრო ნაშრომი.

კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშორმის დასაცავად წარსდგნენ ია ნემსაძე და თამარ ბიბილური.

ია ნემსაძემ წარადგინა ნაშრომი სახელწოდებით: "მემკვიდრეობის მიღების და მასზე უარის თქმის საფუძვლები", მეცნიერ–ხელმძღვანელი – მაკა კარტოზია. ია ნემსაძემ შეფასების სახით მიიღო 79 ქულა.

თამარ ბიბილურმა წარადგინა ნაშრომი სახელმწოდებით: "მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები. შედარებით–სამართლებრივი ანალიზი", მეცნიერ–ხელმძღვანელი – მაკა კარტოზია. თამარ ბიბილურმა შეფასების სახით მიიღო 78 ქულა.