ბათუმის მერიასთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან მემორანდუმი გაფორმდა

11 იანვარი
მემორანდუმი ერთდროულად ბათუმის მერიასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაფორმდა;

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ მემორანდუმის უშუალო ხელმომწერები - ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მაია კოპალეიშილი;

გაფორმებული მემორანდუმების მიზანია:

• ერთობლივი ძალისხმევით, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა;

• ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში და ბათუმის მერიაში პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;

• სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.

 მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაიმართა უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის ღია კარის დღე. შეგახსენებთ, წელს ბათუმში გარდა არსებული ტურიზმის სპეციალობისა, კავკასიის უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ფსიქოლოგიისა და ეკონომიკის სპეიცალობებზე.


{phocagallery view=category|categoryid=597|limitstart=0|limitcount=0}