ონლაინ ოლიმპიადის დაჯილდოება

11 იანვარი
შემოდგომის სეზონის ოლიმპიადა 5 კლასსა და 8 სასკოლო საგანში გაიმართა. სულ გამარჯვებული გამოვლინდა 124 საგნობრივ ნომინაციაში და 15 მონაწილემ ადგილი კლასების საუკეთესოთა შორის დაიკავა.

პროექტის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკისგან თითოეული კლასის 3-3 საუკეთესო მონაწილეს (სულ 15 გამარჯვებული) ფულადი პრიზები გადაეცათ - საპრიზო ფონდმა ჯამში 8 000 ლარზე მეტი შეადგინა.

საგნობრივი გამარჯვებულები (124 ნომინაცია) პროექტის პარტნიორი სასწავლებლებისგან სოლიდური მოცულობის სასწავლო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

eruditor.ge - ის შემოდგომის სეზონის პარტნიორია "კავკასიის უნივერსიტეტი".

გამარჯვებულებს "კავკასიის უნივერსიტეტმა" სასწავლო ვაუჩერები გადასცა. 

  • მეთორმეტე კლასელებისთის უნივერსიტეტმა დააწესა - 1000 და 750 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
  • მეთერთმეტე კლასელებისთვის უნივერსიტეტმა დააწესა - 700, 500 და 300 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი;
  • მეათე კლასებელისთვის უნივერსიტეტმა დააწესა - 550, 400 და 250 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.


{phocagallery view=category|categoryid=639|limitstart=0|limitcount=0}