დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

11 იანვარი

ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზოლიან წინდებს იცვამენ. აქციით მსოფლიო გამოხატავს სოლიდარობას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ.

კამპანიას კავკასიის უნივერსიტეტიც შეუერთდა და თავისი წვლილი შეიტანა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. უნივერსიტეტში მოეწყო ზოლიანი/ჭრელი წინდების გამოფენა. აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

შეგახსენებთ - მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!