უნივერსიტეტს სტუმრობდნენ: ორგანიზაციის დამფუძნებელი ლევან ჯაში, აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა სურმავა და ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ბაია კობახიძე.
უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გეგმავს კონფერენციის მოწყობას, რომლის მიზანია სტუდენტებს გააცნოს კვლევის, შეფასებისა და პროგნოზირების ხარისხის საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს:
• ახალგაზრდა, ანალიტიკური უნარების მქონე სტუდენტების აღმოჩენას და მათი ექსპერტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
• ხელი შეუწყოს ახალი თაობის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას, მათ შორის, ობიექტურად გამოკვეთილი სხვადასხვა დარგის კვალიფიციური პუბლიცისტებისა და ანალიტიკოსების პოპულარიზაციასა და მათგან სანდო, მაღალკვალიფიციური საექსპერტო ჯგუფის ჩამოყალიბებას.
• პერიოდულად განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ დინამიკაში შინაარსობრივი და სიღრმისეული გარკვევისკენ.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ხედვა, პროგნოზი და ანალიტიკური ნაშრომები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, პერსპექტივებზე და ახალ გამოწვევებზე.
{phocagallery view=category|categoryid=695|limitstart=0|limitcount=0}