ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

11 იანვარი
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ პროგრამებს, რისი მთავარი მიზანიც საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების განვითარებაა. მხარეთა თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების/პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.

კავკასიის უნივერსიტეტი სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გეგმავს სასწავლო პროცესის ბიზნესის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე სტუდენტების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების და პროექტების შექმნა/შემუშავების ხელშეწყობას, ინოვაციების ლაბორატორიის ფორმირებას;
ინოვაციების ლაბორატორია იქმნება კერძო ბიზნესის სექტორთან, რომელთან თანამშრომლობის საფუძველზეც კავკასიისუნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა (გამოყენებითი დონისსწავლება) საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციფიური მიმართულებით;

სტუდენტებში ინოვაციური ბიზნეს იდეების აღმოჩენისა და მათი სტარტაპ-კომპანიებად განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრე-აქსელერატორის პროგრამა განხორციელდება. პრე-აქსელერატორი სტუდენტებს უზრუნველყოფს ბიზნეს ტრენინგების, მენტორშიპისა და სემინარების ინტენსიურ, მოკლევადიანი კურსით. ასევე, ხელსშეუწყობს უნივერსიტეტის ბაზაზე ინოვაციური სტუდენტური ბიზნეს ინიციატივების აღმოჩენა,- განვითარებას და ზრდის ხელშეწყობის მიზნით დამატებით რესურსებთან დაკავშირებას.

ორმხრივი თანამშრომლობა წარიმართება მხარეთა შორის საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებაში. სააგენტო და კავკასიის უნივერსიტეტი საკუთარ თავზე იღებენ დაგეგმილი ღონისძიებების თანაორგანიზებას. მხარეები უზრუნველყოფენ, მათი შესაძლებლობების ფარგლებში, ამ მემორანდუმის მიზნებით საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მედია0-საშუალებებში, პუბლიკაციებსა და საჯარო გამოსვლებში.



{phocagallery view=category|categoryid=830|limitstart=0|limitcount=0}